logo_geo
eng_logo
წითელ ხიდზე 18 984.63 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები გამოავლინეს
- +

9 ივლისი. 2019. 14:00

 

 

საბაჟო გამშვებ პუნქტში „წითელი ხიდი“ არადეკლარირებული საქონლის ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტი აღიკვეთა.

 

 ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, თურქეთის მოქალაქე კ.ს-ს მართვის ქვეშ არსებული ავტობუსის და აზერბაიჯანის მოქალაქის ე.ტ-ს  კუთვნილი ხელბარგის დათვალიერების შედეგად,  18 984.63  ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქროს (87.92 გრამი) ნაკეთობები გამოავლინეს.

 

საქმე, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner