შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა, რომ 2012 წლის შემდეგ პოლიცია გახდა სრულიად აპოლიტიკური.
მისი თქმით, ეს სამოქალაქო საზოგადოების ფუნდამენტური ღირებულებაა.
„დიახ, მე და თქვენ ვართ საქართველოს და მისი ყველა მოქალაქის პოლიციელი მიუხედავად რასისა, სქესისა, ეთნიკური, პოლიტიკური, რელიგიური თუ სხვა სახის კუთვნილებისა. მსურს, ეს გახსოვდეთ ყველას ყოველთვის და ამაყობდეთ ამით", - მიმართა გიორგი მღებრიშვილმა პოლიციელებს.