logo_geo
eng_logo
ვლადიმირ პუტინი სანქციებზე: არ გავაკეთებ ამას ქართველი ხალხისადმი პატივისცემის გამო
- +

9 ივლისი. 2019. 17:09

 

 

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აცხადებს, რომ საქართველოს წინააღმდეგ სანქციების დაწესებას საჭიროდ არ მიიჩნევს, ქართველი ხალხის მიმართ პატივისცემის გამო. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სააგენტო „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.

 

„მე არ გავაკეთებ ამას ქართველი ხალხისადმი პატივისცემის გამო“, - აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.

 

რუსეთის პრეზიდენტის თქმით, საქართველოში ანტირუსული განწყობები ღვივდება იმ ადამიანების მიერ, რომლებმაც არ იციან ისტორია და საბოლოოდ საქართველოს ზიანს აყენებენ.

 

ამასთან, რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ არ მიიჩნევს საჭიროდ ქართველი ჟურნალისტის, გიორგი გაბუნიას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას.

 

„დიდი პატივია“, - აღნიშნა პუტინმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner