შს მინისტრის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ კორცხელის ინციდენტში მონაწილე პირებთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ბრალი წარედგინა 6 ადამიანს, დანარჩენზე კი იზრუნებს და გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო.
„ბრალი წარედგინა უკვე 6 ადამიანს. ჩვენ გავავრცელეთ ინფორმაცია მუხლის შესახებ, რომლითაც მოხდა დანაშაულის დაკვალიფიცირება, დანარჩენზე იზრუნებს და გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო", - განაცხადა თალაკვაძემ.