logo_geo
eng_logo
გიგი უგულავა სასამართლოში გამოკითხვაზე მივიდა
- +

10 ივლისი. 2019. 10:35

 

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა სასამართლოში გამოკითხვაზე მივიდა. უგულავას თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხავენ.

 

ის ჩვენებას, 20 ივნისს, რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მისცემს.

 

შეგახსენებთ, რომ შსს-მ გიგი უგულავას, ირაკლი ოქრუაშვილისა და გიორგი ბარამიძის გამოკითხვის მოთხოვნით სასამართლოს მიმართა. როგორც შსს-ში აცხადებენ, მაგისტრი მოსამართლის წინაშე გამოკითხვის შუამდგომლობით იმის გამო მიმართეს, რომ სამივე პირი საგამოძიებო უწყებაში გამოკითხვაზე მისვლაზე უარს ამბობს.

 

გასულ კვირას, მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით დაიკითხა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი წევრი, გია ბარამიძე.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner