logo_geo
eng_logo
ინტელექტუალური საკუთრების პოლიტიკა უნივერსიტეტებში
- +

2 ივნისი. 2016. 13:28



ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციისა (WIPO) და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - საქპატენტის ორგანიზებით,  დღეს, 2 ივნისს (2016 წ.),  გაიხსნა რეგიონალური სემინარი „ინტელექტუალური საკუთრების პოლიტიკა უნივერსიტეტებში".  სემინარზე განიხილავენ საქართველოს უნივერსიტეტებში ინტელექტუალური საკუთრების პოლიტიკის არსებულ მდგომარეობას,  გაეცნობიან ისრაელის გამოცდილებას ინტელექტუალური საკუთრების პოლიტიკის გამოყენებაზე საგანმანათლებლო და კვლევით დაწესებულებებში და  WIPO-ს რეკომენდაციებს.

 

 

სემინარში მონაწილეობენ  საქართველოსა და უცხოეთის უნივერსიტეტების, სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტებისა და საპატენტო უწყებების წარმომადგენლები. მომხსენებელთა შორისაა თურქეთის საპატენტო უწყების ხელმძღვანელი ჰაბიპ ასანი, რომელიც ისაუბრებს თურქეთში უნივერსიტეტებსა და სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებში შექმნილ გამოგონებებზე  საკუთრების უფლების მოპოვების და პატენტის განკარგვის სქემების შესახებ.  ორდღიანი სემინარი საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერით, ტექნოლოგიური პარკის საკონფერენციო დარბაზში მიმდინარეობს.



 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner