შსს-ში 20-21 ივნისს განვითარებული მოვლენებისას დაზარალებული მოქალაქეების გამოკითხვა მიმდინარეობს. როგორც „ინტეპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, მოქალაქეების გამოკითხვა უწყების მიერ დაწყებული გამოძიების ფარგლებში მიმდინარეობს, რომელიც სახელმწიფო გადატრიალებას ეხება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 20-21 ივნისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე და 315-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ამბოხებას სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისა და ხელში ჩაგდების მიზნით, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია.