logo_geo
eng_logo
„სტალინს ცრემლების არ სჯერა“
- +

2 ივნისი. 2016. 13:59



გაირკვა, რომ იოსებ სტალინის უახლოესი თანამოზარე და მარჯვენა ხელი ლავრენტი ბერია დღიურებს წერდა. მისი სიკვდილიდან ნახევარი საუკუნის შემდეგ  რუსმა ისტორიკოსმა და პუბლიცისტმა სერგეი კრემლევმა საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა მინისტრის საიდუმლო დღიურები სამტომეულის სახით გამოაქვეყნა. პირველი ტომი - „სტალინს ცრემლების არ სჯერა" 1937-1941 წლის პერიოდს მოიცავს,  მეორე ტომი - „ მეორე ომს ვეღარ გადავიტან" 1941-1945 წლების ჩანაწერებია, მესამე ტომში  - „ატომური ბომბით ვცხოვრობთ" 1946-1953 წლების დღიურები შევიდა.



წიგნი რუსეთში სენსაციად ითვლება, თუმცა ბევრი მკვლევარი ეჭვქვეშ აყენებს ბერიას დღიურების ნამდვილობას. ავტორი ამტკიცებს, რომ ის ნამდვილია და რომ ბერიას საიდუმლო მიმდევრებმა ხელნაწერები, რომელთა ფოტოასლებიც კრემლევს გააჩნია, 50-იან წლებში გადამალეს.



1953 წლის 26 ივნისს ბერია საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელთა შეთქმულების მსხვერპლი გახდა. ოფიციალური ვერისიით, ის დააპატიმრეს და დახვრიტეს. თუმცა დღემდე მისი სიკვდილი საიდუმლოებითა მოცული. ლავრენტი ბერიას შვილმა, სერგო ბერიამ საკუთარი გამოძიება ჩაატარა, რომლის მიხედვითაც, მამამისი სახლში, ხრუშჩოვის ბრძანებით, ყოველგვარი გამოძიებისა და სასამართლოს გარეშე დახვრიტეს.



1938 29 ივლისი



არასოდეს  ვიფიქრებდი, რომ დღიურებს დავწერდი, მაგარმ ვიღაცას ხომ უნდა ველაპარაკო. ნინოსთანაც (ბერიას მეუღლე) არ შემიძლია დალაპარაკება.  როცა ჩათლახები მართავდნენ, საშინელება იყო, მაგრამ  კობა ჩემში დარწმუნდა, ძალაუფლება მომცა  და საქართველო ისე წავწიე წინ, აბა, ვინმე დამეწიოს ამაში. ყველაფერი დალაგდა და ახლა  გადადექი და მოსკოვში წამოდი -  ჯაშუშები დაჭირეო. ბევრი ხლაფორთი და ცოტა სიამოვნებაა.



2 ნოემბერი 1938 წელი



ორი დღის წინ კობამ  გამომიძახა. მხოლოდ მოლოტოვი, კაგანოვიჩი და გიორგი (მალენკოვი) იყვნენ. ჩემს მოხსენებას ეჟოვის შესახებ ყურადღებით ისმენდა.  შემდეგ გაცოფდა, დაიწყო გინება. თქვა „დახვრიტეთ  მაგის დედაც... მაგრამ მანამდე კარგად აჯანჯღარეთ,  რომ კუდები არ დამალოს, ისინი ყველა უნდა გამოვააშკარაოთ".



4 აპრილი 1942 წელი



როგორც იქნა დავაპატიმრეთ სტარასოტინები (ცნობილი ძმები, მოსკოვის სპარტაკის ფეხბურთელები). ბურთს მაგრად აგორებდნენ, მაგრამ  ნაგავი ადამიანები აღმოჩნდნენ, ინტელიგენტებად მოჰქონდათ თავი. ყველაფერი მისცეს, რისი მიცემაც შეიძლებოდა. რამდენი ჩემპიონი იბრძვის გერმანელების ზურგში, სპორტსმენები მოსკოვთან იბრძოდნენ, ესენი კი, გარდა იმისა, რომ წუწკები და სპეკულანტები არიან,  მოღალატეებიც აღმოჩნდნენ. უნდა გააგორო ასეთები, მაგრამ კობამ თქვა, ეს ნაგავი მოსკოვიდან შორს წაიღეთ და იქ აყროლდნენო. ინტელიგენტებს ფეკალიების გარეშე არ შეუძლიათ.



23 ქტემბერი 1942 წელი



დღეს პირველად დავინახე კობას თვალებზე ცრემლი. მოვახსენე  სტალინგრადზე, თუ როგორ იბრძვის  ხალხი. მე როცა ზღვარზე ვარ, ვიგინები და ეგრევე მეშვება. მაგას კიდევ თავი უჭირავს, მაგრამ გულს სად წაიღებს, ჰოდა, ვეღარ გაუძლო.



10 მაისი 1945



ისევ საღამო კობასთან. ისვე მარტო სამნი  - კლიმი (ვოროშილოვი), მე და გიორგი (მალენკოვი). ვიაჩესლავი (მოლოტოვი) შორსაა, ამერიკაში. კობა საკუთარ თავს ისევ არ ჰგავდა. კიდევ უფრო რბილი იყო და კურცხალიც გადმოაგდო.  ჩემს თავსაც ვერ ვცნობ. იმხელსა ტვირთი  გადავაგორეთ, რომ არც კი მჯერა. რამხელა ტვირთი გადავაგორეთ!



1 ნოემბერი 1949



ატომური ბომბისთვის ამხანაგი სტალინისგან  ლენინის ორდენი, საპატიო სიგელი და პოლიტბიუროს მადლობა მივიღე. ჯილდოებისთვის არ ვმუშაობთ, მაგრამ ნაწყენი ვარ.  ამხანაგ სტალინს შეეძლო ჩემთვისაც  მეორე ვარსკვლავი მოეცა... მე კი გულითადი მადლობა მივიღე.  ეს არ მახარებს. ამხანაგი სტალინი გამომარჩევს, ამხანაგი სტალინი არ გამომარჩევს. მე ვიცი, რომ უფრო მეტი შემეძლო გამეკეთებინა, უფრო მეტი დამოუკიდებლობა რომ მქონდეს, მაგრამ მაკავებს ამხანაგი სტალინი. საწყენია.



17 ივლისი 1953



გერმანიაში გაფიცვებია. ჩვენი სისულელე, მათი პროვოკაციები და შედეგად უნდა ვისროლოთ.



სროლა მოგვიწევს. ხალხი მეცოდება. თუ აზროვნება არ შეგიძლია, მთელი ცხოვრება სულელურად იცხოვრებ. ცხოვრებით კი რაღაცნაირად უნდა  იცხოვრო. ჰოდა, ცხოვრობენ, როგორც სულელები. მაგრამ ახალი ადამიანები იზრდებიან... ჩვენზე ჭკვიანები და ჩვენზე ჭკვიანურად იცხოვრებენ.



ეს ბოლო ჩანაწერია. 1953 წლის 26 ივლისს ბერია დააპატიმრეს და დახვრიტეს.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner