logo_geo
eng_logo
უკრაინული მედიის ინფორმაციით, ოდესის სასამართლოში მიხეილ სააკაშვილმა ხანდაზმულ ქალს ხელი მოსტეხა
- +

10 ივლისი. 2019. 13:32

 

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ოდესის სასამართლოში მიხეილ სააკაშვილმა ხანდაზმულ ქალს ხელი მოსტეხა.

 

გავრცელებული ცნობით, ოდესაში „კრაიანის საქმის“ სასამართლო პროცესი მიმდინარეობდა, სადაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მხარდამჭერებთან ერთად მივიდა და მათთან ერთად სასამართლოს დარბაზში შეჭრა სცადა.

 

საბოლოო ჯამში, დარბაზთან არსებულ კორიდორში დაპირისპირება დაიწყო, რა დროსაც სამართალდამცველებმა სააკაშვილსა და მის მხარდამჭერებს შენობა დაატოვებინეს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, სწორედ ამ არეულობის დროს მიხეილ სააკაშვილმა ხანდაზმულ ქალს ხელი ჰკრა, რა დროსაც ქალმა ხელი მოიტეხა.

 

„კრაიანის საქმე“ ბოლო წლებში უკრაინაში ყველაზე გახმაურებული პროცესი იყო. ქალაქის მერს, გენადი ტრუხანოვს ყოფილი ქარხნის, „კრაიანის“ უკანონო ყიდვაში ადანაშაულებდნენ, თუმცა ოდესის სასამართლომ მას ყველა ბრალდება მოუხსნა.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner