logo_geo
eng_logo
იან კელი: კორცხელის ინციდენტში მონაწილე პირებისთვის ბრალის წარდგენა ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია
- +

2 ივნისი. 2016. 14:00



ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში იან კელი ჟურნალისტებს განუცხადა, რომ კორცხელის ინციდენტში მონაწილე პირებისთვის ბრალის წარდგენა ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია.



მთავარია, რომ ბრალის წარდგენა მოხდა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია და მნიშვნელოვანი განვითარებაა. რამდენადაც იცით, ჩვენ თავიდანვე მოვუწოდებდით შესაბამის სტრუქტურებს და მთავრობას, რომ გამოძიება ბოლომდე ყოფილიყო მიყვანილი. ის ძალადობა, რომელიც პოლიტიკის სახელით წარიმართა, დასაგმობი იყო. ჩვენ თავიდანვე მოვუწოდებდით, რომ სამართლის წინაშე წარდგენილიყვნენ ისინი, ვინც ამაზე პასუხისმგებლები იყვნენ. ძალიან მოხარული ვართ, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ, როდესაც გამოძიება დასრულდა, ბრალის წარდგენა მოხდა. ეს არის მთავარი",- განაცხადა იან კელიმ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner