მიმდინარე წლის ივნისის ბოლოს ქობულეთის სანაპიროს 1.2 კილომეტრიანი მონაკვეთის აღდგენითი სამუშაოები დასრულდა. სანაპიროს ამ მონაკვეთზე, პირველ ეტაპზე, ჩატარდა ნაპირსამაგრი სამუშაოები, რითაც შემცირდა შტორმის დროს სანაპიროზე ტალღების ზემოქმედება.
მოეწყო ახალი ბულვარი, რითაც გაიზარდა კურორტის სანაპირო ზოლის პარამეტრები.
პროექტს ჯამში 9 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდა. აქედან, 2 მილიონი ლარი მსოფლიო ბანკის, ხოლო დანარჩენი სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით.
სანაპიროს აღდგენილი მონაკვეთის ნაწილი ზღვას ქონდა დაზიანებული, რის გამოც მისი ტურისტული დანიშნულებით გამოყენება ვერ ხერხდებოდა. ტურისტებსა და ადგილობრივ მოსახლეობას ახალი ტურისტული სეზონისთვის დაცული და მოწესრიგებული სანაპირო ზოლის ახალი მონაკვეთით სარგებლობის საშუალებას ეძლევათ.
სანაპირო ზოლზე ჩატარებული სამუშაოები, დღეს პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ , ქობულეთის მერმა მირიან ქათამაძემ დაათვალიერეს.