„გრძელვადიან პერსპექტივაში ახალი ბაზრები მოვძებნოთ, მაგრამ საშუალოვადიან პერსპექტივაში ამ ბაზრების დაკეტვა იმდენად მტკივნეული იქნება, რომ ძალიან ბევრი თანამემამულე სამუშაო ადგილს დაკარგავს“,- ამის შესახებ ახალგაზრდა ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტმა ლევან ვეფხვაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ბიზნეს-გარემოში გამჭირვალეობის ერთ-ერთი შემადგენელია პოლიტიკური სტაბილურობა და ნებისმიერი ინვესტორი, სანამ ქვეყანაში ინვესტიციის განხორციელებაზე მიიღებს გადაწყვეტილებას, მანამდე აფასებენ ყველანაირი რისკებს, მათ შორის პოლიტიკურს.
„ბიზნეს-გარემოში გამჭირვალობის ერთ-ერთი შემადგენელია პოლიტიკური სტაბილურობა. როცა ინვესტორი ქვეყანაში ინვესტიციის განხორციელების თაობაზე იღებს გადაწყვეტილებას, მანამდე აფასებს ყველანაირი კუთხით, მათ შორის პოლიტიკურ რისკებს და ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკურმა ძალებმა მოახერხონ და ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდაზე გადაინაცვლონ, შეიქმნება ისეთი პოლიტიკური გარემო, რომ ბიზნესმა საქმიანობა გააგრძელოს“,- განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.
როგორც ახალგაზრდა ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტმა განაცხადა, მნიშნელოვანია, გავუფრთხილდეთ ჩვენს თანამოქალაქეებს, სამუშაო ადგილებს და ინვესტორებს.
„გრძელვადიან პერსპექტივაში ახალი ბაზრები მოვძებნოთ, მაგრამ საშუალოვადიან პერსპექტივაში ამ ბაზრების დაკეტვა იმდენად მტკივნეული იქნება, რომ ძალიან ბევრი თანამემამულე სამუშაო ადგილს დაკარგავს. ამიტომ ჯობია, ამ შემთხვევაში ვიყოთ ცოტა ფრთხილად, რომ გავუფრთხილდეთ ჩვენს თანამოქალაქეებს, სამუშაო ადგილებს, ინვესტორებს. ეს არის ჩემი თხოვნა“,- განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.