logo_geo
eng_logo
ზურაბ რამაზაშვილი: რუსეთის ბაზრის დაკეტვის შემთხვევაში მევენახეებს ყურძნის ჩაბარება ძალიან გაუჭირდებათ
- +

10 ივლისი. 2019. 17:36

 

რუსეთის ბაზრის დაკეტვის შემთხვევაში მევენახეებს ყურძნის ჩაბარება ძალიან გაუჭირდებათ“, - ეს განცხადება „თელავის ღვინის მარნის“ დირექტორმა ზურაბ რამაზაშვილმა ნიკა გვარამიას გუშინდელი გამოსვლის საპასუხოდ გააკეთა.

 

მისი თქმით, იმ ბაზრის დაკეტვა, რომელსაც ექსპორტის მთლიანი წილის 63% უკავია, დარგისთვის „სერიოზული დარტყმა“ იქნება.

 

„მევენახეებს ძალიან გაუჭირდებათ ყურძნის ჩაბარება, ძალიან დაიწევს ჩასაბარებელი ფასი, ასევე, შემცირდება კომპანიის მიერ დაგეგმილი ფინანსური მოლოდინები უარყოფითი მიმართულებით. ეს განსაკუთრებით შეეხება იმ კომპანიებს, რომლებიც რუსეთზე არიან დამოკიდებულები. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი კომპანია არ არის რუსეთის ბაზარზე დამოკიდებული, ამ ბაზრის დაკეტვა დარგში არასტაბილურ გარემოს შექმნის“, - აღნიშნა რამაზაშვილმა.

 

„რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ გადაცემა „აქცენტებში“ შემდეგი განცხადება გააკეთა: „პუტინი კარგიაო, იმიტომ უნდა ვთქვათ, რომ ვიღაცამ „ბორჯომი“, ღვინო და „ნაბეღლავი“ შეიტანოს რუსეთში? ჩავუფსი სამივეში, ფეხებზე მკიდია“.

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner