logo_geo
eng_logo
სუს - მირიან მჭედლიშვილის თანამდებობაზე ყოფნა სრულ შესაბამისობაშია საქართველოს კანონმდებლობასთან!
- +

26 თებერვალი. 2016. 18:01

 

 

„მირიან მჭედლიშვილის თანამდებობაზე ყოფნა სრულ შესაბამისობაშია „თავისუფლების ქარტიასთან" და საქართველოს კანონმდებლობასთან", - განცხადებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.


„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე მირიან მჭედლიშვილს თანამდებობა დაკავებული აქვს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და მის მიერ თანამდებობის დაკავება სრულ შესაბამისობაშია „თავისუფლების ქარტიასთან"" და საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნებთან. შესაბამისად, მითითებული განცხადება არის ცილისმწამებლური და არ შეესაბამება რეალობას", - განმარტეს სუს-ში.


„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებმა ირმა ნადირაშვილმა და გიორგი კანდელაკმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ სახელმწიფო უშიშროების სამსახურის უფროსის მოადგილე მირიან მჭედლიშვილი წლების განმავლობაში მუშაობდა საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის რაიკომის ინსტრუქტორად, ასევე მცხეთის რაიონის კომუნისტური პარტიის ცეკას აგიტაცია-პროპაგანდის განყოფილების უფროსად.


დეპუტატები მიიჩნევენ, რომ აღნიშნული ფაქტი პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ საქართველოს უშიშროების სამსახურის საკვანძო თანამდებობის პირი, რომელსაც წვდომა აქვს აბსოლუტურად ყველა საიდუმლო ინფორმაციაზე, არის „კაგებეს" ყოფილი ნომენკლატურა.


 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner