logo_geo
eng_logo
დავით სერგეენკო: მთავრობაში არც ერთი ძველი ბიჭი არ მინახავს!
- +

2 ივნისი. 2016. 14:06

 

 

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო პრეზიდენტის გუშინდელ განცხადებას გამოეხმაურა. სერგეენკოს თქმით, ის თითქმის 4 წელია მთავრობაში იმყოფება და არც ერთი ძველი ბიჭი არ უნახავს.



სამი წელი და 8 თვეა მთავრობაში ვარ და სიტყვას გაძლევთ, რომ არც ერთი ძველი ბიჭი მთავრობაში არ მინახავს", - განაცხადა სერგეენკომ.



რაც შეეხება კორცხeლის ინციდენტს და მიმდინარე გამოძიებას, მისი თქმით, მოდურ ტენდენციად იქცა, რომ ნებისმიერმა ადამიანმა, რომელიც არ არის ჩახედული სამართლებრივ პროცესებში, უნდა აკრიტიკოს გამოძიება და სასამართლო.



ჩემი პირადი პოზიციაა, რომ მოდური ტენდენცია გახდა ნებისმიერმა ადამიანმა, რომელიც არ არის ჩახედული საგამოძიებო პროცესში, სასამართლო პროცესებში გამოხატონ კრიტიკა ამა თუ იმ მიმართულები. მე მგონი, გამოძიებას და სასამართლოს უნდა მივცეთ საშუალება, დაკავდნენ თავისი საქმით და მინიმუმამდე უნდა დავიყვანოთ ჩვენი შეხედულებები და კრიტიკა ამასთან დაკავშირებით", - განაცხადა დავით სერგეენკომ.



საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გუშინ აჭარის ტელევიზიის ეთერში განაცხადა, რომ როდესაც პროცესებს აკვირდება, უჩნდება ეჭვი, რომ მმართველ კოალიციაში არის გარკვეული მოძველბიჭო დაჯგუფება.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner