logo_geo
eng_logo
აკაკი ცოფურაშვილი: ქართველი მეღვინეები სამშობლოს ვემსახურებით
- +

10 ივლისი. 2019. 18:09

 

„დიდი სიფრთხილე გვმართებს განცხადებებში, რომ არ დავაზარალოთ ქვეყნის ეკონომიკა და კონკრეტულად მეღვინეობის დარგი, ღვინის ტურიზმი“, - ამის შესახებ ღვინის კომპანია „შუმის“ დირექტორმა აკაკი ცოფურაშვილმა განაცხადა.

 

მისი თქმით, მსგავსი განცხადებები, რა თქმა უნდა, აზარალებს დარგს.

 

„მსგავსი განცხადებები, რა თქმა უნდა, აზარალებს დარგს. ჩვენ ჩვენი გზა გვაქვს, ჩვენ, ქვეყნის მეღვინეები, ვემსახურებით სამშობლოს, ქართულ მეღვინეობას, ღვინის ტურიზმის განვითარებას, მთელ მსოფლიოს ვაცნობთ ქართულ ღვინოს. ეს ყველაფერი ემსახურება ქვეყნის ეკონომიკურ სიძლიერეს. ჩვენ უნდა ვიყოთ ფრთხილები, რომ ქვეყანა არ დავაზარალოთ“, - აღნიშნა აკაკი ცოფურაშვილმა.

 

შეგახსენებთ, რომ „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ გადაცემაში „აქცენტებში“ შემდეგი განცხადება გააკეთა: „პუტინი კარგიაო, იმიტომ უნდა ვთქვათ, რომ ვიღაცამ „ბორჯომი“, ღვინო და „ნაბეღლავი“ შეიტანოს რუსეთში? ჩავუფსი სამივეში, ფეხებზე მკიდია“.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner