logo_geo
eng_logo
დონალდ ტრამპი: ირანის წინააღმდეგ სანქციები მალე გაიზრდება
- +

10 ივლისი. 2019. 20:26

 

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი პირობას დებს, რომ ირანის წინააღმდეგ სანქციებს მალე მნიშვნელოვნად გაზრდის. გადაწყვეტილების მიზეზად დონალდ ტრამპი ირანის მხრიდან ბირთვული შეთანხმების დარღვევას ასახელებს. განცხადება დონალდ ტრამპმა მიკრობლოგ „Twitter“-ზე გააკეთა.

 

„ირანი უკვე დიდი ხანია, ფარულად ამდიდრებს ურანს, რაც ობამას ადმინისტრაციის დროს გაფორმებული საშინელი 150 მილიარდ დოლარიანი ბირთვული შეთანხმების სრული დარღვევაა. სანქციები მალე გაიზრდება“, - წერს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი.

 

7 ივლისს ირანმა ბირთვული შეთანხმებით გათვალისწინებული ურანის გამდიდრების მაჩვენებელი გაზარდა. კერძოდ, ურანის გამდიდრების მაჩვენებელმა ხელშეკრულებით განსაზღვრულ 3,67 პროცენტს გადააჭარბა.

 

აღნიშნული გადაწყვეტილება ოფიციალურმა თეირანმა მას შემდეგ მიიღო, რაც დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ბირთვულ საკითხთან დაკავშირებით მიღწეული შეთანხმება დატოვა და მალევე ირანის ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ სანქციები აამოქმედა.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner