logo_geo
eng_logo
დავით კოღუაშვილი: ერთი წუთით არ მეპარება ეჭვი „ქართული ოცნების“ გამარჯვებაში
- +

2 ივნისი. 2016. 14:10


 

„ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს ახალი წევრი დავით კოღუაშვილი „ახალ თაობასთან" ინტერვიუში აცხადებს, რომ გუნდს ამასთან დაკავშირებით კითხვები აღარ აქვს, და დღეს „ქართული ოცნების" საზრუნავი პირველ რიგში არის ქართველი საზოგადოება.


ჩვენ პირველ რიგში მათთან ვართ ანგარიშვალდებული. იმისდა მიუხედავად, ვინ ახლა მოვედით, ვინ დაგვხვდა, ჩვენ ახლა ერთ გუნდში ვართ და ერთად უნდა ვემსახუროთ ქვეყანას. მე ერთი წუთით არ მეპარება ეჭვი ქართული ოცნების" გამარჯვებაში. ეს არის საზოგადოებრივი დაკვეთა და ჩვენ ამ დაკვეთას შევასრულებთ. ჩვენ ვიზრუნებთ თითოეული ოჯახის, მოქალაქის კეთილდღეობაზე და ამას საქმით დავამტკიცებთ. ჩვენი განმასხვავებელი წინა ხელისუფლებისგან არის სიტყვა და საქმე ერთად. სწორედ ესაა მთავარი, რომ იტყვი, ის უნდა გაკეთდეს", - აცხადებს კოღუაშვილი.


მისი თქმით,რა თქმა უნდა, იმ მძიმე მემკვიდრეობის ფონზე, რაც დახვდა „ქართული ოცნების" ხელისუფლებას, იყო და ჯერ კიდევ დარჩა პრობლემები.

 

ძალიან ბევრი რამ გაკეთდა, თავი სამართლებელი ნამდვილად არ გვაქვს, იმართლოს თავი წინა ხელისუფლებამ და წინა რეჟიმმა. ჩვენ უნდა ვაკეთოთ ქართული საქმე", - აღნიშნა კოღუაშვილმა.




 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner