logo_geo
eng_logo
მუსიკოსი თამაზ ყურაშვილი საქართველოში საავტორო უფლებების დაცვის სფეროს განვითარებაზე საუბრობს
- +

10 ივლისი. 2019. 22:10

 

მუსიკოსი თამაზ ყურაშვილი საქართველოში საავტორო უფლებების დაცვის სფეროს განვითარებაზე საუბრობს:

 

- ბატონო თამაზ, როგორ ფიქრობთ, რამდენად განვითარებულია საქართველოში საავტორო უფლებების დაცვის სფერო?

 

- სიმართლე გითხრათ, აქამდე არ მქონდა იმედი, რომ ეს სფერო ოდესმე იქნებოდა იმ სიმაღლეზე, როგორიც შეეფერება ჩვენს ქვეყანას და ქართველ ხელოვანებს. დღეს უკვე დადგა დრო, რომ საავტორო უფლებების დაცვის სფერო განვითარდეს. ამაში გვიწყობს ხელს ახალი თაობა, ინოვაციური მიდგომები, ტექნიკა, აპარატურა და რაც მთავარია ახალი ასოციაცია GERA, რომელიც ქართველი ხელოვანების ინტერესებს და რაც მთავარია უფლებებს ეფექტურად დაიცავს.

 

- თქვენთვის რა იყო მთავარი მიზეზი, რის გამოც GERA-ში გაწევრიანდით?

 

-ჩემთვის ყველაზე ღირებული ამ ასოციაციის მუშაობის მეთოდში არის ის, რომ მისი საქმიანობა კეთილსინდისიერების ფარგლებში განიხილება. ეს არის ყველაზე ობიექტური მეთოდი საავტორო უფლებების დაცვის სფეროში. რაც იმას ნიშნავს, რომ ხელოვანის დაფასება და მისი კეთილდღეობა არის უპირველესი. გარდა ამისა, საქართველოში ძალიან ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა ცხოვრობს, ვის შესახებაც ბევრმა არ იცის, მათ სტიმული სჭირდებათ, მეტი დაფასება და ხელშეწყობა, რომ შემოქმედებითი საქმიანობა არ შეაჩერონ.

 

- თქვენ თუ გაქვთ ინფორმაცია როგორ იცავენ საავტორო უფლებებს უცხოეთში?

 

- მე პირადად გავიცანი შრილანკაში საავტორო უფლებების დაცვის ასოციაციის ხელმძღვანელები. იცით რამდენი ადამიანი? 3. სულ სამი პიროვნება განაგებდა ამ საქმეს. გამაოცა ამ ადამიანების საქმისადმი სიყვარულმა. ამით იმის თქმა მინდა, რომ მთავარია მონდომება და კეთილსინდისიერება და საავტორო უფლებების დაცვა ისეთი სფეროა, რომ შეუძლებელი არაფერია. არ ვიცი აქამდე რატომ ვერ ხერხდებოდა ჩვენს ქვეყანაში ხელოვანების სათანადო დონეზე დაფასება, მაგრამ დარწმუნებული ვარ ახლა ეს პრობლემა გამოსწორდება.

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner