logo_geo
eng_logo
ქართველი მეღვინე: ნიკა გვარამიას განცხადება ქვეყნის ეკონომიკას აზარალებს
- +

10 ივლისი. 2019. 22:26

 

„ნიკა გვარამიას ქვეყნის დაქცევა უნდა“, - განაცხადა კომპანია „წინანდლის ძველი მარნის“ დირექტორმა, ელდარ მილდიანმა ნიკა გვარამიას გუშინდელი გამოსვლის საპასუხოდ.

 

მისი თქმით, მსგავსი განცხადებები აზარალებს როგორც ქვეყნის ეკონომიკას, ისე თავად ამ განცხადებების ავტორებს.

 

„საზიზღრობაა, ქართველი კაცი ასე როგორ უნდა მოიქცეს. მათ უნდათ, რომ ქვეყანა დააქციონ, თვითონ თუ არ იქნებიან, თვალს არ დაახამხამებენ, ისე გაანადგურებენ ქვეყანას, მათ სურთ საქართველოს განადგურება“, - აღნიშნა ელდარ მილდიანმა.

„რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ გადაცემა „აქცენტებში“ შემდეგი განცხადება გააკეთა: „პუტინი კარგიაო იმიტომ უნდა ვთქვათ, რომ ვიღაცამ ბორჯომი, ღვინო და ნაბეღლავი შეიტანოს რუსეთში? ჩავუფსი სამივეში, ფეხებზე მკიდია“.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner