logo_geo
eng_logo
„უგონო მდგომარეობაში იყო“- ქუთაისის ტყეში მაშველებმა თვითმკვლელობის მცდელობა აღკვეთეს
- +

11 ივლისი. 2019. 01:04

 

ქუთაისში ე.წ საღორიის ტყეში ახალგაზრდა გოგოს სუიციდის მცდელობა ჰქონდა.

ახალგაზრდა გოგონა მეხანძრე მაშველებმა იმ დროს იპოვეს, როცა ის უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში შემოვიდა შეტყობინება, რომ ქუთაისში, საღორიის ტყეში ახალგაზრდა გოგოს ვერ პოულობდნენ, რომელსაც, სავარაუდოდ, ჰქონდა სუიციდის მცდელობა.

 

შეტყობინების მიღებისთანავე, ადგილზე დაუყოვნებლივ გავიდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველთა ჯგუფები. სუიციდის მცდელობის ფაქტი დადასტურდა - ტყეში ახალგაზრდა გოგონას ჰქონდა თავის ჩამოხრჩობის მცდელობა.

 

მეხანძრე-მაშველების სწრაფი რეაგირების შედეგად, მოხერხდა სუიციდის მცდელობის დროულად აღკვეთა და გოგონას გადარჩენა.

 

უგონო მდგომარეობაში მყოფი მოქალაქე სასწრაფო - სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. გოგონას შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარდა, ახლა თავს კარგად გრძნობს და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

 

ადგილზე მუშაობდა ქუთაისის სახანძრო-სამაშველო განყოფილების ჯგუფი. საღორიის ტყეში მობილიზიებული იყო საპატრულო პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები.

 

მომხადარ ფაქტზე საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner