საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა იან კელიმ გუშინ „რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც „რუსთავი 2"-ის საქმის ერთ-ერთი მოსამართლე ნათია გუჯაბიძე თაღლითობაშია შემჩნეული.
„სასამართლო საერთოდ ქვაკუთხედია ამ სისტემის. ამიტომ მინდა აღვნიშნო, რომ ნებისმიერი სახის საქციელი, რომელმაც შეიძლება შეურაცხყოფა მიაყენოს ან დაამციროს სასამართლო, როგორც ინსტიტუცია, ან სასამართლოს ნებისმიერი წარმომადგენელი, მიუღებელი იქნებოდა ამერიკის შეერთებულ შტატებში და მიუღებელი უნდა იყოს საქართველოშიც", - განაცხადა იან კელიმ.