logo_geo
eng_logo
დავით კოღუაშვილი: გუნდი სადაც საჭიროდ ჩათვლის ჩემი რესურსის და ენერგიის გამოყენებას, მზად ვარ, ვემსახურო
- +

2 ივნისი. 2016. 14:15



„ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს ახალი წევრის დავით კოღუაშვილის განცხადებით, იმ პერიოდში, როცა პოლიტიკიდან წასული იყო, პროფესიით იყო დაკავებული.


„ახალი თაობის" კითხვაზე, რას აკეთებდა ამ პერიოდში და რა პოზიციაზე ხედავს ახალ გუნდში თავის თავს, კოღუაშვილი აცხადებს, რომ ხელმძღვანელობდა რეფორმების ჯგუფს, რომელმაც სერიოზული საქმეები გააკეთა ქვეყნისთვის.


ჩემი პროფესიით ვიყავი დაკავებული, ძალიან სერიოზულ რეფორმების ჯგუფს ვხელმძღვანელობდი. ეს იყო, ჯერ ევროკავშირის და შემდგომ ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინის დეპარტამენტის ეგიდით. ორივე შემთხვევაში საკითხი ეხებოდა საგადასახადო საბაჟო სისტემების რეფორმირებას, რა ჭრილშიც ბევრი სიკეთე გაკეთდა. თვისობრივი გარღვევა მოხდა ინსტიტუციონალური ჩამოყალიბების კუთხით. დღეს, ვხელმძღვანელობ ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) სამოქმედო გეგმის შესრულების უზრუნველყოფის მიმართულებას", - აცხადებს კოღუაშვილი.


მისი თქმით, მისთვის პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობა უცხო არ არის და გუნდი სადაც საჭიროდ ჩათვლის მისი რესურსის და ენერგიის გამოყენებას, მზადაა, ემსახუროს ქვეყანას.


ჩემთვის ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და გამოწვევა. მჯერა, რომ ჩვენი გუნდი შეძლებს ყველა გამოწვევასთან გამკლავებას და ჩვენს ხალხთან ერთად მივაღწევთ ქვეყნის სწრაფ განვითარებას", - აცხადებს კოღუაშვილი.



 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner