logo_geo
eng_logo
ყაჩაღობისთვის ბრალდებულს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- +

11 ივლისი. 2019. 12:10

 

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და  ყაჩაღობისთვის ბრალდებული  ლ.ც. დამნაშავედ ცნო.

 

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2019 წლის 5 თებერვალს, ქურდობისთვის ნასამართლევი ლ.ც., ქ.თბილისში, ვარკეთილი3-ის პირველ მიკრორაიონში მდებარე შპს „მიმინო 3“-ის მაღაზიაში დანით თავს დაესხა მოლარეს, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით გასტაცა მას შპს „მიმინო 3“-ის კუთვნილი 500 ლარი და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა  ლ.ც.  იმავე დღეს ქ. თბილისში დააკავეს. მას   ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით  (ყაჩაღობა, ჩადენილი ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის გამოყენებით, არაერთგზის) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

 

თბილისის საქალაქო სასამართლომ ლ.ც.  დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner