„რუსთავი 2"-ის ირგვლივ მიმდინარე პროცესებს ყოფილი კონგრესმენი რობერტ ვექსლერი ტელეკომპანიაში სტუმრობისას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „რუსთავი 2"-ის საქმეში საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღება მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება.
„საქართველო ამერიკის შეერთებული შტატებისთვის მნიშვნელოვანი ქვეყანაა. საქართველოს სტაბილურობა ამერიკის ინტერესის საგანია. სტაბილურობის შემადგენელი მედია თავისუფლებაა. „რუსთავი 2" არის უმნიშვნელოვანესი მედიაფორუმი, რომელსაც უამრავი ქართველი სცემს პატივს. ჩვენ უნდა დავიცვათ თავისუფალი მედია და დავეხმაროთ მას შენარჩუნებაში, რასაც ეს ტელევიზია იმსახურებს. აშშ-ის საელჩო ყურადღებით ადევნებს თვალს პროცესებს", - აცხადებს ვექსლერი.