logo_geo
eng_logo
პროკურორი: მიხეილ კალანდიას პატიმრობაში დატოვებისთვის საქმეში არსებობს საკმარისი, მათ შორის ახალი მტკიცებულებებიც
- +

11 ივლისი. 2019. 12:53

 

 

დავით სარალიძის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული მიხეილ კალანდიას წინასასამართლო სხდომა დაიხურა. პროკურატურა დღევანდელ პროცესზე მიხეილ კალანდიას პატიმრობაში დატოვებას ითხოვს.

 

პროკურორ მირიან მეგრელიშვილის თქმით, სხდომაზე წარდგენილი იქნება მტკიცებულებები, რომელთა დასაშვებად ცნობას ბრალდების მხარე მოითხოვს:

 

„წარმოდგენილი გვაქვს მტკიცებულებები და ვიშუამდგომლებთ მათ დასაშვებად ცნობას. ასევე, გადაისინჯება აღკვეთის ღონისძიება. ბრალდების მხარე თავდაპირველ პოზიციას უჭერს მხარს და მიგვაჩნია, რომ საქმეში არსებობს საკმარისი მტკიცებულებები აღკვეთის გამოყენების. არის მათ შორის ახალი მტკიცებულებები", - განაცხადა პროკურორმა.

 

ამასთან, მირიან მეგრელიშვილმა აღნიშნა, რომ საქმეში ახალ მტკიცებულებებს შორის არის 2019 წელს მოპოვებული მტკიცებულებებიც.

 

„მტკიცებულებების შინაარსში ვერ შევალ, თუმცა, საქმეში არსებობს როგორც წერილობითი, ასევე, აუდიო-ვიდეოჩანაწერები, ექსპერტიზის დასკვნები და სხვა სახის მტკიცებულებები, რაც ერთობლიობაში ბრალდების მხარის პოზიციას ადასტურებს“, - აღნიშნა პროკურორმა.

 

მიხეილ კალანდიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 6 ივნისს შეეფარდა. იგი ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით 4 ივნისს დააკავეს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner