logo_geo
eng_logo
ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადებაში ბრალდებული გიორგი მერებაშვილი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს
- +

11 ივლისი. 2019. 14:48

 

 

ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადებაში ბრალდებული გიორგი მერებაშვილი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის ვადა ამოეწურა.

 

მოსამართლემ დღევანდელ სხდომაზე მის მიმართ გამოყენებულ აღკვეთის ღონისძიებას გადახედა და ის სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.

 

„სასამართლოს გადაწყვეტილება დაგვიანებული, მაგრამ ობიექტურია. დარწმუნებული ვარ, მომავალშიც ასეთი ობიექტური გადაწყვეტილებები იქნება მიღებული", - განაცხადა გიორგი მერებაშვილმა.

 

შეგახსენებთ, 2018 წლის 17 ოქტომბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე გიორგი მერებაშვილს პატიმრობა შეუფარდა.

 

ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე ბრალი გიორგი მერებაშვილის გარდა, შსს-ს ყოფილ მაღალჩინოსნებს რევაზ შიუკაშვილსა და ლევან ქარდავას აქვთ წაყენებული.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner