logo_geo
eng_logo
ირაკლი ლატარია: პრეზიდენტის ადმინისტრაციაში რომ ვმუშაობდი, ხელფასს ივანიშვილი გვიხდიდა
- +

2 ივნისი. 2016. 14:51

 

 

არ ვაპირებდი ამაზე პასუხის გაცემას, მაგრამ... აი, როგორი „ნაციც" ვიყავი და როგორი „სიყვარული" მაქვს მათ მიმართ, ახლა გამოიტანეთ დასკვნები", - ამის შესახებ „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" ანალიტიკური სამსახურის უფროსი ირაკლი ლატარია facebook-ზე წერს. ლატარია სოციალური ქსელის მომხმარებლების გარკვეული ჯგუფის ბრალდებებს პასუხობს.


არ ვიცი, რატომ, მაგრამ ამ ბოლო დროს ბევრი წერილი მომდის ერთი და იმავე ტექსტით , - შენ ის არ ხარ, ნაცებში რომ იყავიო? ასევე იქვე აწერენ, შე ბიძინას მონაო და ვიბლოკები! დილითაც ასეთი ტექსტი დამხვდა დაახლოებით და ამაზე მოკლედ გიპასუხებთ!

 

2006 წელს ვმუშაობდი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში და სწორედ, 2006-ში კეზერაშვილმა დაიჭირა მამაჩემი, - 60 ლარი გადახარჯვა გაქვსო და 1 თვით ადრე გულზე გაკეთებულ შუტირებულ მამაზე რომ ვთხოვე, რას შვებით, კაცი მოკვდება, არ დაიჭიროთ-თქო, ამას რას მიკეთებ-თქო, პასუხი ასეთი იყო - არა, არ მოკვდება, შენ მაგაზე არ ინერვიულოო!!

 

აი, როგორი ნაციც ვიყავი, ახლა გამოიტანეთ დასკვნები და როგორი ,,სიყვარული" მაქვს მათ მიმართ!

 

არ ვაპირებდი ამაზე პასუხის გაცემას, მაგრამ იცოდეთ,  ვინ ვინ არის, რატომ არის, რა აქვს გავლილი, რატომ აქვს გავლილი და ასევე ისიც დაიმახსოვრეთ, ჩემს შვილს აუცილებლად ექნება ისეთი მომავალი, სადაც მიშასნაირი სადისტები სამუდამოდ იქნებიან გამქრალნი ,,პოლიტიკიდანაც"!

 

წარმატებები და ნუღარ დაიხარჯებით ჩემზე, თორემ კლავიატურის იქით უფრო ვიცი პასუხების გაცემა, ოღონდ ჯერ სახეები გამომიჩინეთ!!

 

ჰო,  მართლა, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში რომ ვმუშაობდი, ბიძინა ივანიშვილი გვიხდიდა ხელფასს ყველას",- წერს ირაკლი ლატარია.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner