logo_geo
eng_logo
5 ივნისს ჩემპიონატი ბოდიბილდინგსა და ფიტნესში გაიმართება
- +

2 ივნისი. 2016. 14:51



საქართველოს ეროვნული ბოდიბილდინგის, ფიტნესისა და ბოდიფიტნესის ფედერაციის ორგანიზებით 5 ივნისს tbilisi event hall-ში გაიართება საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი ბოდიბილდინგსა და ფიტნესში.


პირველად საქართველოს ბოდიბილდინგის ისტორიაში, ჩემპიონატის მსაჯთა კოლეგიის თავმჯდომარე იქნება რვა გზის ევროპის და ესპანეთის ჩემპიონი, „მისტერ ოლიმპიას" პრიზიორი - პაკო ბაუტისტა.



ჩემპიონატში 100 სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას, რომლებიც ჯგუფურად და ინდივიდუალურად იპოზიორებენ და დაუვიწყარ შოუს შესთავაზებენ მაყურებელს. სპორტსმენებს შეაფასებს მოწვეული ჟიური და რვა კატეგორიაში გამოავლენს გამარჯვებულს. კერძოდ: ბოდიბილდინგი, კლასიკური ბოდიბილდინგი, მენფიზიკი 175+ და 175- , ბოდიფიტნესი, იუნიორები 175+ 175- და მასტერები თითო კატეგორიას სამი ინდივიდუალური გამარჯვებული ეყოლება სხვადასხვა პოზიციაზე.



ყველა გამარჯვებულს ფულად ჯილდოსთან ერთად გადაეცემათ სხვადასხვა სახის პრიზები.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner