logo_geo
eng_logo
არჩილ გამზარდია: ბიძინა ივანიშვილმა თავისი წერილით რეალობა გვაჩვენა!
- +

2 ივნისი. 2016. 14:53



ანალიტიკოსმა არჩილ გამზარდიამ „რეპორტიორის" პრესკლუბსი გამართულ ბრიფინგზე ბიძინა ივანისვილის წერილი შეაფასა, რომელიც რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა. გამზარდიას აზრით, ბიძინა ივანიშვილმა წერილით აღწერა რეალობა, რომელიც ქვეყანაში არსებობს. გამზარდიამ ასევე განაცხადა, რომ  წერილი საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებებს ემთხვევა. 



„ბიძინა ივანიშვილის წერილი იყო დაბალანსებული. არ იყო პოპულიზმზე გათვლილი. ავტორი შეეცადა, რომ  პერსპექტივები და  რეალობა ეჩვენებინა, რომელიც არსებობს.  წერილში რაც იყო აღწერილი, თავიდან ბოლომდე არ არის ივანიშვილის პირადი შეფასებები, აქ იყო ყველას პოზიცია, რაც ბუნებრივად ჩაჯდა რეალისტურ შეფასებაში. წერილი მთლიანად საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებებზე იყო აგებული. წერილში კრიტიკულობა იყო და  საერთო ჯამში  აჩვენა  წინა ხელისუფლების რისკ-ფაქტორები", - განაცხადა გამზარდიამ. 



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner