logo_geo
eng_logo
წითელ ხიდზე არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები გამოავლინეს
- +

11 ივლისი. 2019. 18:29

 

 

9 ივლისს, საბაჟო გამშვებ პუნქტში „წითელი ხიდი“, არადეკლარირებული საქონლის ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტი აღიკვეთა. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, აზერბაიჯანის მოქალაქე მ.ა-ს კუთვნილი ხელბარგის დათვალიერების შედეგად, 7 865.52 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქროს (58.04 გრამი) ნაკეთობები გამოავლინეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის  289-ე  მუხლის მე-10  ნაწილის შესაბამისად,   კანონდამრღვევ მოქალაქეს,  სანქციის სახით,  ფულადი ჯარიმა, 7 865.52 ლარის ოდენობით შეეფარდა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner