logo_geo
eng_logo
შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა, უაქციზო საქონლის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტები გამოავლინეს
- +

11 ივლისი. 2019. 18:32

 

 

8-10 ივლისს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული სასაქონლო ზედნადების მონიტორინგის მიზნით გატარებული ღონისძიებების შედეგად, აქციზური საქონლის სავალდებულო მარკირების გარეშე ტრანსპორტირების 4 ფაქტი გამოავლინეს. კერძოდ, სამართალდამრღვევი მოქალაქეები, აქციზური მარკის სავალდებულო ნიშანდებას დაქვემდებარებული საქონლის,  (ჯამში 40 780 ღერი სიგარეტი) ტრანსპორტირებას ახორციელებდნენ.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს, სამეწარმეო საქმიანობისათვის განკუთვნილი აქციზური მარკების გარეშე ტრანსპორტირებული საქონელი ჩამოერთვათ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner