logo_geo
eng_logo
ბათუმის კონფერენციის ფარგლებში, საქართველოსა და ევროკავშირს შორის 47 მილიონ ევრომდე ოდენობის საფინანსო შეთანხმებები გაფორმდა
- +

11 ივლისი. 2019. 18:36

 

 

ბათუმში საერთაშორისო კონფერენციის “საქართველოს ევროპული გზა“ ფარგლებში  საქართველოსა და ევროკავშირს შორის ხელი მოეწერა საფინანსო შეთანხმებას „უსაფრთხოების გაძლიერებისა და დანაშაულის წინააღმდეგ  ბრძოლის მხარდასაჭერად“  („EU4 Security, Accountability and Fight against Crime in Georgia (SAFE)“, რომლის ფარგლებშიც საქართველო ევროკავშირისგან 28 მილიონი ევროს ოდენობის დახმარებას მიიღებს.

 

აღნიშნული პროგრამის ძირითად მიზანს წარმოადგენს საქართველოს მხარდაჭერა უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით, მათ შორის პროგრამა მოიცავს ისეთ კომპონენტებს, როგორებიცაა გადაუდებელი კრიზისული სიტუაციების მართვის პროცესში მხარდაჭერა და კარგი მმართველობისა და კანონის უზენაესობის გაუმჯობესების გზით საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოების გაძლიერება.

 

ასევე, ხელი მოეწერა საფინანსო შეთანხმებას „ევროკავშირი საქართველოში ეკონომიკური მმართველობისა და ფინანსური ანგარიშვალდებულების მხარდასაჭერად“, რომლის ფარგლებში საქართველო ევროკავშირისგან 19 მილიონ ევრომდე (18 640 000)დახმარებას მიიღებს. აღნიშული პროგრამა მიზნად ისახავს საქართველოში ეკონომიკური მმართველობისა და დემოკრატიული ანგარიშვალდებულების განმტკიცებას, მათ შორის გარე აუდიტის ეფექტურობის გაუმჯობესებას და საჯარო ფინანსების ზედამხედველობის პროცესში დამოუკიდებელი მონიტორინგისა და საზოგადოების მონაწილეობის უზრუნველყოფას.

 

საქართველოს მხრიდან შეთანხმებებს ხელი საგარეო საქმეთა მოადგილემ ვახტანგ მახარობლიშვილმა მოაწერა, ხოლო ევროკავშირის მხრიდან- ევროკომისიის სამეზობლო და გაფართოების მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატის აღმოსავლეთ სამეზობლოსა და ინსტიტუციური განვითარების დირექტორმა ლორენს მერედიტმა.​

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner