logo_geo
eng_logo
მამუკა ბახტაძემ და პიტერ სიიარტომ საქართველო-უნგრეთის ეკონომიკურ ურთიერთობებში იმსჯელეს
- +

11 ივლისი. 2019. 19:53

 

 

საქართველოსა და უნგრეთის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების ახალ ეტაპზე გადასვლასა და განათლების სფეროში აქტიურ თანამშრომლობაზე ისაუბრეს საქართველოს  პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრმა პიტერ სიიარტომ შეხვედრაზე, რომელიც დღეს ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში გაიმართა.

 

ყურადღება გამახვილდა ტურიზმის პოზიტიურ დინამიკაზე და აღინიშნა, რომ გასულ წელთან შედარებით უნგრელი ტურისტების რიცხვი საქართველოში 20%-ით გაიზარდა, რაც დამატებითი პირდაპირი რეისების დანიშვნის მნიშვნელოვანი წინაპირობაა. დადებითად შეფასდა განათლების სფეროში არსებული თანამშრომლობა და მასშტაბური რეფორმა, რომელიც პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ინიციატივით, საქართველოში ხორციელდება. საუბარი შეეხო გაცვლითი პროგრამების როლს, რომელთა შედეგად, სულ უფრო მეტი ქართველი ახალგაზრდა ირჩევს ბუდაპეშტის უნივერსიტეტებს უმაღლესი განათლების მისაღებად.

 

ხაზი გაესვა ორმხრივი მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის გააქტიურების აუცილებლობას და საქართველოსა და უნგრეთს შორის ორმხრივი ინვესტიციების დაცვისა და წახალისების შესახებ შეთანხმების გაფორმების პერსპექტივას. პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მთავრობა მიესალმება რაც შეიძლება მეტი უნგრული კომპანიის საქმიანობას საქართველოში.

 

მამუკა ბახტაძემ და პიტერ სიიარტომ ასევე ისაუბრეს ცირკულარულ მიგრაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მნიშვნელოვან მიღწევებზე.

 

NATO, ევროკავშირსა და NATO-ში ერთ-ერთი ყველაზე ხმამაღალი  მხარდამჭერია, რადგან იმსახურებს მხარდაჭერას აქვს განსაკუთრებული  მიღწევები. უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრმა აღნიშნა, რომ უნგრეთი მომავალშიც დარჩება ამ მიმართულებით საქართველოს ხმამაღალ და მტკიცე მხარდამჭერად.

 

პრემიერ-მინისტრმა პიტერ სიიარტოს ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა. 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner