logo_geo
eng_logo
ირაკლი გოგავა „რუსთავი 2"-ის საქმეზე ჩამოსულ ყოფილ კონგრესმენზე სკანდალურ ინფორმაციას აქვეყნებს
- +

2 ივნისი. 2016. 14:55



საქართველოს განვითარების ლაბორატორიის ხელმძღვანელი, ყოფილი პარლამენტარი ირაკლი გოგავა „facebook"-გვერდზე ყოფილი კონგრესმენის რობერტ ვექსლერის მიერ „რუსთავი 2"-ში სტუმრობას და განცხადებებს ეხმაურება.



ეს ვინ ჩამოუყვანიათ?! ძვირფასი" რობერტ ვექსლერი - ყოფილი კონგრესმენი ფლორიდიდან. მხილებულ იქნა ფულის გათეთრებაში, გააყალბა ფინანსური დოკუმენტები და მოუწია კონგრესის დატოვება. გადავიდა ენჯეოში, რომელიც არაბულ-ებრაულ ურთიეთობებზე მუშაობს. და კიდევ: ვექსლერი გადასახადებს უმალავდა აშშ- მთავრობას. ფიქტიური რეგისტრაცია გაიარა სიდედრის სახლში ფლორიდაში, ვითომ იქ ცხოვრობდა. რეალურად კი მერილენდში და ვაშინგტონში იყო. ეს იმიტომ, რომ ფლორიდის რეგისტრაციით გადასახადებს გაცილებით ნაკლებს იხდი ამერიკაში. რამდენი ჩაურიცხა ნეტავ პატივცემულ ვექსლერს თემურ იაკობაშვილმა (იგულისხმე სააკაშვილი) აქ ჩამოსვლისთვის?

P.S. გვახსოვდეს ერთი: ნებისმიერი უცხოელი, რომელიც ნაციონალებს მხარს უჭერს, მხოლოდ მერკანტილური ინტერესით მოქმედებს. ნორმალური უცხოელი მოღვაწე მათთან კავშირით რეპუტაციას არ შეილახავს. ასეთი განწყობაა აშშ-იც და ევროპაშიც", - წერს ირაკლი გოგავა.


შეგახსენებთ, „რუსთავი 2"-ის ირგვლივ მიმდინარე პროცესებს ყოფილი კონგრესმენი რობერტ ვექსლერი ტელეკომპანიაში სტუმრობისას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „რუსთავი 2"-ის საქმეში საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღება მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება.


 

საქართველო ამერიკის შეერთებული შტატებისთვის მნიშვნელოვანი ქვეყანაა. საქართველოს სტაბილურობა ამერიკის ინტერესის საგანია. სტაბილურობის შემადგენელი მედია თავისუფლებაა. რუსთავი 2" არის უმნიშვნელოვანესი მედიაფორუმი, რომელსაც უამრავი ქართველი სცემს პატივს. ჩვენ უნდა დავიცვათ თავისუფალი მედია და დავეხმაროთ მას შენარჩუნებაში, რასაც ეს ტელევიზია იმსახურებს. აშშ- საელჩო ყურადღებით ადევნებს თვალს პროცესებს", - აცხადებს რობერტ ვექსლერი.

 



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner