logo_geo
eng_logo
პროკურატურა: ნიკანორ მელიამ გაავრცელა ბრალდების მხარის მიერ ადვოკატისთვის გადაცემული ვიდეოჩანაწერების ნაწილი
- +

11 ივლისი. 2019. 19:58

 

 

საქართველოს გენერალური პროკურატურა შემდეგი სახის განცხადებას ავრცელებს:

 

„მაღალი საზოგადოებრივი  ინტერესის გათვალისწინებით, საქართველოს პროკურატურა განმარტავს, რომ  ბრალდებულმა  ნიკანორ მელიამ გაავრცელა ბრალდების მხარის მიერ  ადვოკატისთვის გადაცემული ვიდეოჩანაწერების ნაწილი, რაც  საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება.

 

ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ  გავრცელებული ჩანაწერი არ  შეიცავს სრულ კონტექსტს  და არ ასახავს იმ დროს აქციაზე განვითარებული მოვლენების რეალურ სურათს.

 

აღსანიშნავია ასევე,  რომ  გამოძიების მიერ ბრალდებულის ადვოკატისთვის გადაცემული სხვა ვიდეომასალის მიხედვით,  იმ მომენტში, როდესაც  ნიკანორ მელია მეგაფონით მიმართავს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე  შეკრებილ საზოგადოებას, აქციის მონაწილეთა ნაწილი კვლავ განაგრძობს სამართალდამცველებზე თავდასხმას, ართმევენ მათ სპეციალურ საშულებებს (ხელკეტებს, ჩაფხუტებს, ფარებს), კორდონიდან იტაცებენ პოლიციელებს და აყენებენ მათ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას (იხილეთ ,,პალიტრა ნიუსის“ 2019 წლის 20 ივნისის პირდაპირი ეთერის ჩანაწერი 23:39 საათიდან 23:45 საათამდე და 23:53 სათიდან 23:56 საათამდე). აღნიშნულის შემდეგ, დაახლოებით 23:56 საათზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანაშრომლები პირველად იყენებ ცრემლსადენ გაზს აქციის დაშლის მიზნით. 

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, პროკურატურა მოუწოდებს დაცვის მხარეს და დაინტერესებულ პირებს, თავი შეიკავონ საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობისაგან.

 

ამასთან, გაცნობებთ, რომ საქართველოს გენერალურ პროკურატურაში კვლავ  ინტენსიურად გრძელდება გამოძიება 2019 წლის 20-21 ივნისს, ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის და ასევე  საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული მოხელეების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით და იარაღით შესაძლო გადამეტების ფაქტებზე“, -  ნათქვამია განცხადებაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner