logo_geo
eng_logo
საქართველოს რკინიგზა: ვაფრთხილებთ ყველას თავი შეიკავონ დესტრუქციული ქმედებებისგან და დაიცვან უსაფრთხოების ზომები
- +

11 ივლისი. 2019. 20:05

 

 

„საქართველოს რკინიგზა“ შემდეგი სახის განცხადებას ავრცელებს:

 

„დღეს დილით „საქართველოს რკინიგზის“ აბაშის სადგურის საფეხმავლო ხიდზე რკინიგზის თანამშრომლებთან რამდენიმე აქტივისტსა და ტელეკომპანია რუსთავი2-ის შორის მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით სს "საქართველოს რკინიგზამ" მყისიერად გაავრცელა განცხადება და აღნიშნა, რომ აქტივისტების მიერ ტერიტორიაზე ქმედებები განხორციელდა უსაფრთხოების ნორმების სრული უგულვებელყოფით.

 

მიუხედავად ამისა ტელეკომპანია რუსთავი2-მა მოახდინა საკითხის პოლიტიზირება და დეზინფორმაცია გაავრცელა.

 

კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ მაღალი ძაბვის ქსელში გამავალი მუდმივი დენი 3300 კ/ვოლტია და მსგავსი აქტივობები, კერძოდ ხიდიდან დიდი ზომის ბანერების/პლაკატების გადაკიდება შესაძლებელია სავალალო შედეგებით დასრულდეს. აქტივისტებისა და ჟურნალისტების გაფრთხილების მიუხედავად, ისინი არ დაემორჩილნენ სს „საქართველოს რკინიგზის“ წარმომადგენლების მითითებებს და მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. 

 

„საქართველოს რკინიგზა“ მოუწოდებს და აფრთხილებს ყველას თავი შეიკავონ დესტრუქციული ქმედებებისგან და დაიცვან უსაფრთხოების ზომები. კომპანიისთვის მნიშვნელოვანია დაცული იყოს თითოეული ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე. დაუშვებლად მიგვაჩნია ადამიანების სიცოცხლესა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული თემების პოლიტიზირება და  დეზინფორმაციის გავრცელება“, -  ნათქვამია განცხადებაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner