logo_geo
eng_logo
გიორგი გახარია: ბოლომდე ვიზრუნებთ მაკო გომურზე და სხვებზეც
- +

11 ივლისი. 2019. 21:28

 

 

„ბოლომდე ვიზრუნებთ მაკო გომურზე და სხვებზეც, არ აქვს მნიშვნელობა, რა შეფასება ექნებათ მათ“, - ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

 

„ერთმნიშვნელოვნად და ყოველთვის, დღევანდელი დღის შემდეგ განსაკუთრებით, ყველგან დავაყენებ აქციის ორგანიზატორების პასუხისმგებლობის საკითხს. აქცია გარკვეულ მომენტში, კონკრეტული პოლიტიკოსების მოწოდების საფუძველზე გახდა ძალადობრივი. ეს რაც შეეხება ამ კომპონენტს. აქცია არ იყო მშვიდობიანი. ახლა თქვენ ცდილობთ, მელაპარაკოთ მშვიდობიანი აქციის სტანდარტებით, როცა მართალი ხართ, მაგრამ როდესაც ვსაუბრობთ შტურმზე, უკვე მართალი აღარ ხართ. მიუხედავად ამისა გეთანხმებით, რომ გავიდა 22 დღე, დღეს ჯერ კიდევ საავადმყოფოში გვყავს ორი, რომლებსაც ვმკურნალობთ, ვუმკურნალებთ. მერწმუნეთ, რომ სახელმწიფო, თითოეული ჩვენგანი აქამდე იმიტომ ვიკავებდით და ცოტა შეზღუდული ვიყავით, რომ გვქონდა პოზიტიური ვალდებულება, ამ ხალხზე გვეზრუნა, ვიზრუნებთ ბოლომდე, მათ შორის, მაკო გომურზე და სხვებზეც. არ აქვს მნიშვნელობა, რა შეფასება ექნებათ მათ. ყველა ჟურნალისტზე. ეს ჩვენი პასუხისმგებლობაა და ამას გავაკეთებთ, მაგრამ ახლა ყველამ უნდა იცოდეს ერთი რამ. ამ ქვეყანაში ძალის გამოყენებით არავის აღარ მივცემთ საშუალებას, მოხდეს პოლიტიკური შედეგების მიღწევა. შეუძლებელია, სხვანაირად ნორმალურ, დემოკრატიულ სახელმწიფოს ვეღარ ავაშენებთ“, -განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner