logo_geo
eng_logo
აპირებს თუ არა დიმიტრი ლორთქიფანიძე პოლიტიკურ თანამშრომლობას თამაზ მეჭიაურთან?
- +

2 ივნისი. 2016. 14:56


 


მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, დეპუტატ თამაზ მეჭიაურსა და „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" წევრ დიმიტრი ლორთქიფანიძეს შორის სავარაუდო პოლიტიკურ პარტნიორობასთან დაკავშირებით, არ ადასტურებს ლორთქიფანიძე. მისი თქმით,  ეს გადაუმოწმებელი ინფორმაციაა და რეალობას არ შეესაბამება.

 

 

„ვურჩევ ჟურნალისტებს, სანამ რამეს გამოაქვეყნებენ, პირველ რიგში, დარეკონ შესაბამის ადრესატთან და იმ ადამიანთან, ვისზეც წერენ. ბუნებრივია, ჩემთან რომ დაერეკა მედიის წარმომადენელს, რომელმაც დაწერა ეს ინფორმაცია, გავცემდი პასუხს, რომ არავითარი მოლაპარაკება საკითხზე, რომელიც დაკავშირებულია მომავალ არჩევნებთან, არ შემდგარა. არსებობს კოლეგიალური ურთიერთობა, მეგობრული ურთიერთობა და ის, რომ ჩვენ ნიკოლოზობის დღესასწაულს ერთად აღვნიშნავდით ერთ ოჯახში, არ ნიშნავს იმას, რომ ამის უკან არის რაღაც შეთქმულება", - განაცხადა ლორთქიფანიძემ „რეპორტიორთან" საუბრისას. 


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner