ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
მისი თქმით, თავდასხმა თავდაცვისთვის გავიგე, მაგრამ როგორც მინიმუმ ცოტა მართალი მაინც უნდა იყო და ისე არ უნდა იქცეოდე, რომ ამ ქცევაზე პირდაპირ მეხუთე კოლონა ახსენდებოდეს ადამიანს.
უცვლელად, გთავაზობთ აღნიშნულ პოსტს.
„ჩვენს მეგობარს, თანაგუნდელს და ძალიან მაგარ კაცს ორი დღეა ძალიან ბინძურად უტევენ ყველა მიმართულებით...კაკი ზოიძემ პირდაპირ ეთერში ნაციონალურ მოძრაობას მეხუთე კოლონა უწოდა!.. და ვისაც უწოდა, იმათ - ახალგაზრდებს უწოდა, ჩვენ არაო. თავდასხმა თავდაცვისთვის გავიგე, მაგრამ როგორც მინიმუმ ცოტა მართალი მაინც უნდა იყო და ისე არ უნდა იქცეოდე, რომ ამ ქცევაზე პირდაპირ მეხუთე კოლონა ახსენდებოდეს ადამიანს!“, - ამბობს მდინარაძე.