პეტრას ციხესა და მტირალას ეროვნულ პარკში დღეს ინფოტური მოეწყო. აქტივობა როგორც ქართველი ფოტოგრაფებისათვის, ასევე სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული ტუროპერატორებისთვის, ჟურნალისტებისთვის, ბლოგერებისა და ფოტოგრაფებისთვის დაიგეგმა.
შოტლანდიელმა, პოლონელმა და უკრაინელმა სტუმრებმა სოფელ ჩაის უბანში საკალმახეს მეურნეობა გასამანია მოინახულეს. გასამანიის ტყეში მოეწყო კვადროცილების ტური.
ინფო ტურები ყოველწლიურად, ტურიზმის განყოფილების ორგანიზებით ტარდება. საინფორმაციო სახის ტურები მიზნად ისახავს ქობულეთის, როგორც კურორტის პოპულარიზაციას და მისი ტურისტული პოტენციალის წარმოჩენას.
ინფო ტური 4 დღის განმავლობაში გაგრძელდება. ტურის ფარგლებში, სტუმრები ქობულეთის ღირსშესანიშნავ ადგილებსაც მოინახულებენ.