logo_geo
eng_logo
არჩილ გამზარდია: პაატა ბურჭულაძე 2012 წლამდე კმაყოფილი და ბედნიერი იყო
- +

2 ივნისი. 2016. 14:57



„პაატა ბურჭულაძე პარლამენტში შევიდეს უმრავლესობით, ეს ნამდვილად ღიმილის მომგვრელია",- ამ სიტყვებით შეაფასა პაატა ბურჭულაძის და მისი მოძრაობის პოლიტიკურ შანსებს  ანალიტიკოსმა არჩილ გამზარდიამ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე. გამზარდიას განცხადებით, პაატა ბურჭულაძე 2012 წლამდე თავს კომფორტულად გრძნობდა და მას ქვეყნისთვის სასარგებლო განცხადებები „ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის წლებში არ გაუკეთებია.


„პაატა ბურჭულაძე პარლამენტში შევიდეს უმრავლესობით, ეს ნამდვილად ღიმილის მომგვრელია.  ყველაზე გავლენიან პოლიტიკურ სუბიექტებსაც არ გააჩნიათ ის პერსპექტივა, რომ მოვიდნენ უმრავლესობით. გადაჭარბებული თვითშეფასება, რომელიც, ვფიქრობ,  პირიქით დაბალი თვითშეფასებისგან არის განპირობებული, საზოგადოებაში მათ ძალიან აკლებთ სერიოზულობის განცდას. გარკვეული პერსპექტივები გააჩნია, მაგრამ ის უხარისხოდ პოზიციონირებს.

2012 წლამდე იყო კმაყოფილი, ბედნიერი. 2011 წელსაც, 7 ნოემბერსაც, 26 მაისსაც, მეორე დღეებშიც მას შეეძლო ხმამაღალი განცხადებები გაეკეთებინა საერთაშორისო ტრიბუნაზე, მაგრამ ყველა  ინსტრუმენტი ხელიდან გაუშვა, იმიტომ რომ კომფორტულად გრძნობდა თავს", - განაცხადა გამზარდიამ.  


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner