„კაცი რომ იყოს, პასუხს გავცემდი. მეტს ვერაფერს გეტყვით", - ასე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებას.
როგორც გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, ნიკა გვარამიას მიერ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით კომენტარს აღარ გააკეთებს.
"რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, საქართველოს მოქმედი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი "ახალი მემარჯვენეების" ფრაქციაში ფულით იყო ნაყიდი.