logo_geo
eng_logo
ქობულეთში მულტიფუნქციური მწვანე ქალაქის მშენებლობას საფუძველი ჩაეყარა
- +

12 ივლისი. 2019. 11:39

 

ქობულეთში მულტიფუნქციური მწვანე ქალაქის მშენებლობას საფუძველი ჩაეყარა. საზეიმო კაფსულა უკვე ჩადებულია.

 

ქობულეთში მრავალმილიონიანი პროექტის განხორციელება იწყება. ახალი ტურისტულ-რეკრეაციული ზონის მოსაწყობად ნახევარი მილიარდი ლარის ინვესტიცია განხორციელდება.

 

ინვესტიციას კომპანია „გრინ რეზორთი“ 180 ჰექტარზე განახორციელებს. მშენებლობისას და ოპერირებისას 500 ადამიანი დასაქმდება. პროექტი გოლფის მოედნის, საფეხბურთო მოედნების, საჩოგბურთო კორტების, საცურაო აუზების, გასართობი და რეკრეაციული ზონების მოწყობას ითვალისწინებს.

 

აშენდება 250-ნომრიანი მაღალი კლასის სასტუმრო, საკონფერენციო დარბაზებითა და დასასვენებელი ინფრასტრუქტურით. „გრინ რეზორთის“ მშენებლობისას გამოყენებული იქნება ენერგოეფექტური და ეკოლოგიურად სუფთა სამშენებლო მასალები. ტერიტორია აღჭურვილი  იქნება ელექტრომობილების დასამუხტი სადგურებით და მზის ენერგიის პანელებით. პროექტს „გრინ რეზორთი “ კომპანია „ელ & ერ“ პარტნიორობით განახორციელებს.

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner