logo_geo
eng_logo
„ერიდეთ ამ ქალს, მამამისმა ზვიად გამსახურდიას უღალატა!“
- +

12 ივლისი. 2019. 12:12

 

„საქართველოს ღალატისა და სისხლისღვრისკენ მიდრეკილი გენები ელენეს მამამისისგან მემკვიდრეობით გამოჰყვა“, - ამის შესახებ გაზეთი „ასავალ-დასავალი“ სტატიაში „ხოშტერიას როკვა“ წერს.

 

„გოგია ხოშტარია - ზვიად გამსახურდიას საგარეო საქმეთა მინისტრი ხომ ერთ-ერთი მთავარი შემოქმედია იმ დიდი ეროვნული დაცემისა და დეგრადაციისა, რომელიც 1991 წლის ზაფხულში დაიწყო, აფხაზეთისა და ცხინვალის დაკარგვით გაგრძელდა და დღესაც არ დამთავრებულა?

 

არადა, როგორ ენდობოდა და ეიმედებოდა ზვიადს გოგია ხოშტარია! ისევე როგორც ბევრმა სხვამ, გოგიამ ზვიადს მაშინვე უღალატა, როგორც კი ამის შანსი მიეცა... ღალატი სამშობლო ქვეყნისა და საქართველოს პირველი პრეზიდენტის წინააღმდეგ მან მოსკოვში ვიზიტის დროს ჩაიდინა, როცა ზვიადის დავალებით ზურაბ წერეთლის რეზიდენციაში შევარდნაძეს შეხვდა. მოგეხსენებათ, შევარდნაძე მაშინ უფუნქციოდ იყო დარჩენილი და საქართველოში დასაბრუნებლად ნებისმიერ სიბინძურეზე მიდიოდა - უცხოელ ჟურნალისტებს ყიდულობდა და ზვიადს ალანძღვინებდა; გურამ მგელაძის ფულებით „მხედრიონს“ ქმნიდა. გიორგი ჭანტურიასა და ირინა სარიშვილ მოსკოვში პრესკონფერენციებს უფინანსებდა; რკონის ტყეში და მერე თბილისის ზღვაზე გამაგრებულ კიტოვანის ბანდიტებს აქეზებდა; წითელ ინტელიგენციას ქოქავდა და აგულიანებდა; დასავლეთ ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში, გავლენიანი მეგობრებისა თუ თანამასონელების აქტიური ჩარევით, ზვიად გამსახურდიას ეროვნული ხელისუფლება პოლიტიკურ კეთროვნად ჰყავდა შერაცხილი და ა.შ.

 

საქართველოს დასაქცევად შექმნილ საგანგებო რევკომებსა თუ შტაბებში, რომლებიც მოსკოვში, სასტუმრო „როსიაში“, შევარდნაძის რეზიდენციასა და ზურაბ წერეთლის სახელოსნოში იყო გახსნილი, პუტჩისტები და ქვეყნის დაღუპვის მოსურნეები გამუდმებით იკრიბებოდნენ და ბჭობდნენ. ერთ-ერთ შეხვედრაზე, რომელიც ზურაბ წერეთლის სახელოსნოში გაიმართა, ედუარდ შევარდნაძემ გოგია ხოშტარიას ინტელექტი შეუქო და ხალხის დასანახად ანკესი ესროლა, როცა ხოშტარია ხმამაღლა და სატანის ღიმილით შეაქო - საქართველოს სწორედ თქვენისთანა კაცი სჭირდება პრეზიდენტადო! ხოშტარიამ შევარდნაძის ნასროლი ანკესი უმალ ჩაყლაპა და თბილისში გაბღენძილი და ბეჭებაწეული დაბრუნდა, აქაოდა, ზვიად გამსახურდია ვის დაჰკარგვია, „მსოფლიო პოლიტიკოსმა“ - ედუარდ შევარდნაძემ დიაგნოზი დამისვა, პრეზიდენტობისთვის სწორედ შენ ხარ დაბადებულიო!

 

ერთი სიტყვით, ედუარდ შევარდნაძემ გოგია ხოშტარია ზურაბ წერეთლის ოფისში გადაიბარა, ხოლო საბოლოო ჯამში, ეროვნული ხელისუფლების საგარეო საქმეთა ლოთი მინისტრი რუსებმა ავსტრიაში ვიზიტის დროს „დაავერბოვკეს“, სადაც გოგია ხოშტარია ვისკით ისე გამოთვრა, რომ ავსტრიის კანცლერთან დაგეგმილი შეხვედრა ჩაშალა.

 

ზვიად გამსახურდია მომხდარით შეძრწუნებული და საშინლად იმედგაცრუებული იყო, ხოლო რუსები, რომლებმაც გალეშილი გოგია ყოველ პოზაში „ჩააკარტოჩკეს“, მერე ამ ფირით დააშანტაჟეს და მონად გაიხადეს, გამარჯვებას ზეიმობდნენ.

 

თბილისში დაბრუნებულმა ხოშტარიამ პრეზიდენტთან უსირცხვილოდ იცრუა და ვიზიტის ჩაშლის მიზეზად ასეთი რამ მოიგონა - „კაგებემ“ მომწამლა და ავსტრიის კანცლერს ამიტომაც ვერ შევხვდიო!

 

აი, ასეთი სამარცხვინო კაცის შვილი, ასეთი ფარსადანისა და შევარდნაძის მიერ მოღორებული გოგია ხოშტარიას ბოროტი გენის ნაყოფი, ოთხი შვილის დედა ელენე ხოშტარია პარლამენტის წინ ხან თვალზე ხელს იფარებს და ვითომც დასახიჩრებულ ახალგაზრდებზე წუხს, ხან უსირცხვილოდ ცეკვავს და ჯორივით ტლინკებს ყრის.

 

ცხადია, ელენე ხოშტარია ასე იმიტომ იქცევა, რომ ფარისეველია და მამამისივით ქართველების სისხლი სწყურია!

 

ერიდეთ ამ ქალს, მამამისმა ზვიად გამსახურდიას უღალატა!“ - ნათქვამია სტატიაში.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner