logo_geo
eng_logo
თედო კობახიძე ვარდების მოედნისთვის ძველი სახელწოდების აღდგენის ინიციატივით გამოდის
- +

2 ივნისი. 2016. 15:18



თბილისის საკრებულოს იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე თედო კობახიძე ვარდების რევოლუციის მოედნისთვის ძველი სახელწოდების „რესპუბლიკის მოედნის" აღდგენის ინიციატივით გამოდის. „კვირას" პრესკლუბში სტუმრობისას მან განაცხადა, რომ აღნიშნული ინიციატივით სახელდობის სიმბოლიკის კომისიას მან ათი დღის წინ მიმართა, საკრებულოში კი ამ საკითხს, სავარაუდოდ მომავალ კვირაში განიხილავენ. კობახიძის განცხადებით, არასწორია, როდესაც ხდება ამა თუ იმ ქუჩისთვის სახელწოდების პოლიტიკასთან გაიგივება.



ვარდების მოედანს 2003 წლის ვარდების რევოლუციის" პატივსაცემ, პოლიტიკური ჭრილიდან გამომდინარე ეწოდა ეს სახელწოდება. არ მიამჩნია სწორად, რომ  სახელწოდება ყოველ ჯერზე იმის მიხედვით შეიცვალოს თუ რომელი პარტია ან წყობა გაიმარჯვებს არჩევნებში. ამ შემთხვევაში რესპუბლიკის მოედანი არ არის განპირობებული პოლიტიკურ ნიშნით. თავის დროზე, კარგი იყო, როდესაც ლენინ მოედანს გადაერქვა სახელწოდება  და დაერქვა თავისუფლების მოედანი. ყველა ცივილიზებული სამყარო დამოუკიდებლობისკენ ისწრაფვის და არ უნდა ყოფილიყო მოედნისთვის შენარჩუნებული პოსტსაბჭოური ლიდერის სახელწოდება", - განაცხადა კობახიძემ.

 


საკრებულოს იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეს იმედი აქვს, რომ მის ინიციატივას მხარდაჭერებიც ეყოლება, რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას", მისი აზრით, გამომდინარე იქიდან, რომ მოედნის სახელწოდება სწორედ მათი მმართველობის პერიოდს უკავშირდება, ისინი შესაძლოა წინააღმდეგები იყვნენ.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner