logo_geo
eng_logo
ნუგზარ ფოფხაძე: შენ დაუკა, ზალკალიანო!
- +

12 ივლისი. 2019. 12:56

 

„პანღური“, მხოლოდ „პანღური“!!!

***********************************

 

ეს რა უბედურება ჭირს ამ ქვეყანას?

 

მარჯვენამ არ იცის, რას აკეთებს მარცხენა...

 

საგარეო საქმეთა სამინისტრომ არ დაადასტურა გახარიას საჯაროდ ნათქვამი, იმის თაობაზე, რომ 20 ივნისის ავადსახსენებელ ღამეს პარლამენტში იმყოფებოდა და მოვლენების განვითარებას თვალს ადე ნებდა დიპკორპუსის რამდენიმე წარმომადგენელი.

 

ეს უაღრესად პრინციპული მნიშვნელობის განცხადება გახლდათ.

 

მართალია, მოგვიანებით საგარეოს ოფიციოზმა პაწია კორექტივი შეიტანა, მაგრამ... სიმყრალე „შანელით“ მაინც ვერ გაკეთილშობილდა.

 

გაოცდები კაცი! შეიძლება შეგშალოს სახელმწიფოებრივ დონეზე მობოგინე... სიბრიყვემ!

 

ის რომ გახარია ასე საჯაროდ, საეჭვო ფაქტს არ გააჟღერებდა, არის ორჯერ ორი ოთხი.

 

ის რომ პირველი ვიცე-პრემიერს, შსს მინისტრს, უშიშროების საბჭოს მდივანს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი „ადანაშაულებს სიცრუეში“, გაუგონარი შემთხვევაა არა მარტო ჩვენში, არამედ... ვერც ვიხსენებ ანალოგს თანამედროვე მსოფლიო დიპლომატიის პრაქტიკაში.

 

ცალსახაა: გარდა იმისა, რომ ეს შემთხვევა გახლავთ საკუთარი არაპროფესიონალიზმის, არაინფორმირებულობის და, უფრო მეტი, მთავრობის ერთერთი მეთაურისგან და მისი მოქმედებისგან გამიჯვნის უსუსური მცდელობა, ამავე დროს - პოლიტიკური იდიოტიზმის და სახელმწიფო მართვის რეალობაში ელემენტარული უწესრიგობის კლასიკური ნიმუში.

 

ამ არეულ ვითარებას კიდევ ცეცხლზე ნავთის დასხმა ჭირდება? ვინ რა თამაშს თამაშობს? რეჟისორი სცენაზე!!!

 

ისე, ჟარგონის ენაზე ამ ვითარებას „ბორდელიც“ შეიძლება ეწოდოს (ბოდიში ცნობილ მამიდასათან, უადგილო და შეურაცხმყოფი შედარებისთვის).

 

...თუ ამ განცხადების ავტორმა ეს სისულელე თავისი ინიციატივით წამოროშა, დაუყონებლივ „პანღური“... მიუხედავად მისი ე.წ. წარსულისა (გ.ბარამიძის შსს, კოჰაბიტაციური დესანტი, კვიპროსი...) და გვარიშვილობისა...

 

და თუ დავალება(!!!) შეასრულა, მაშინ აღარ უნდა გვიკვირდეს ის იდიოტური(!!!) და უღირსი წუწუნით აღსავსე განცხადება, რაც პუტინისადმი გაბუნიას "სიყვარულის ახსნას" მოაყოლა საგარეო საქმეთა სამინისტრომ...

 

აწი, „სხვა რამეც“ აღარ გამაოცებს...

 

დიპლომატიის ველზე ამდენი ჭუჭუ'ლაშვილი არცერთ დროს არ ჩანდა... არც საგარეოში და არც მთავრობის აპარატში.

 

ასე „დახვეწილად“ მხოლოდ არაპროფესიონალი და ჭკუათხელი ტიპაჟი იქცევა!

 

შენ დაუკა, ზალკალიანო!

შენ კი ტაში, კუკური!

 

http://www.tabula.ge/ge/story/

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner