ყოფილი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკური მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის" თავმჯდომარე პაატა ბურჭულაძის განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც, 2013 წელს ივანიშვილთან კონსულტაციები ჰქონდა, რომ „ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატი ყოფილიყო, ხოლო ბურჭულაძემ უარი განაცხადა.
„პაატა ბურჭულაძესთან დაკავშირებით მოკლედ ვიტყოდი... ბურჭულაძეს ვურჩევდი, არ იცრუოს. უფრო გვიან შეიძლება დაწვრილებით ვისაუბროთ მასზე", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.