logo_geo
eng_logo
გაღმა საჯიჯაოში ხიდის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
- +

12 ივლისი. 2019. 17:42

 

ხობის მუნიციპალიტეტის საჯიჯაოს ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ გაღმა საჯიჯაოში სტიქიის დროს დაზიანებული ხიდის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტი, რომლის სახელშეკრულებო ღირებულებაც 215123 ლარს შეადგენს, საქართველოს მთავრობის მიერ ხობის მუნიციპალიტეტისთვის სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ გამოყოფილი თანხითა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება. ხიდის რეაბილიტაციის პროცესს ხობის მუნიციპალიტეტის მერი, გოჩა ქაჯაია და მერის პირველი მოადგილე, ვარაზ გაბედავა გაეცნენ. სამშენებლო სამუშაოებს ი.მ. დავით ქორთუა აწარმოებს. დღეის მდგომარეობით სამუშაოების 80 პროცენტია შესრულებული.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner