კომპანია „სილქნეთის“ მიერ დაგეგმილი ტექნიკური სამუშაოების გამო, ხვალ, მთელი დღის განმავლობაში შეჩერებული იქნება თბილისის მერიის ცხელი ხაზის მომსახურება.
ცხელი ხაზის ოპერატორები, მობილური ტელეფონების მეშვეობით მხოლოდ „112“-ისა და საპატრულო პოლიციის ზარების მიღებას შეძლებენ.
თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებული ზარებისთვის!